Wednesday, April 9, 2014

მესამე დღის რეფლექსია

დღეს მეტი ვიმუშავეთ უშუალოდ პროექტებზე:ავიღე სასურველი თემა,ავარჩიე ეროვნული სასწავლო გეგმიდან თემის შესაბამისი სტანდარტები და ინდიკატორები.თემას შევურჩიე მიმართულების მიმცემი კითხვები.დღევანდელი დღის მუშაობით და მასალით  კმაყოფილი ვარ.
მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები
ზოგადი კითხვა
შეიძლება თუ არა მუსიკამ სიტყვაზე უკეტესად თქვას სათქმელი?
თემატური კითხვები
რა გამოარჩევს კარგ მუსიკას,ხელოვნებასა და პოეზიას?
როგორ აისახება ამა თუ იმ კუთხის ცხოვრება და კულტურა ქალაქურ ხალხურ სიმღერებში?
შინაარსობრივი კითხვები
რომელი ჟანრის სიმღერები სჭარბობს დასავლური შტოს სიმღერებში?
ძირითადად რამდენ ხმიანია დასავლური შტოს სიმღერები?
რომელი საკრავის აკომპანემენტით სრულდება დასავლური შტოს სიმღერები?
რომელი მუსიკის გავლენას განიცდის დასავლური შტოს სიმღერები?  

1 comment:

  1. გავეცანი თქვენს მიმართულების მიმცემ საკვანძო შეკითხვებს.ზოგადი შეკითხვის გაცნობის შემდეგ საინტერესოდ მეჩვენა თქვენი პროექტის თემა.თემატური და შინაარსობრივი შეკითხვების გაცნობის შემდეგ დავინტერესდი დასავლური შტოს სიმღერებით,

    ReplyDelete